აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ჩეინი ჰოსპიტალიზირებულია.
ჩეინიმ თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამო იგი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩეინის თანაშემწემ პიტერ ლონგმა არ დააკონკრეტა უკავშირდება თუ არა მისი მდგომარეობა გულის შეტევას, რომელიც 69 წლის ვიცე-პრეზიდენტს 32 წლის განმავლობაში ხუთჯერ აქვს გადატანილი.
"რიჩარდ ჩეინი ჰოსპიტალიზირებულია ექიმების რჩევის საფუძველზე დამატებითიი გამოკვლევების ჩასატარებლად და იგი საავადმყოფოში სავარაუდოდო რამდენიმე დღე დარჩება", - განაცხადა ლონგმა.
ჩეინის გულთან დაკავშირებული პრობლემები პირველად 37 წლის ასაკში გამოუვლინდა. ბოლოს კი გულის გამო საავადმყოფოში მიმდინარე წლის თებერვალში მოხვდა.
2001 წელს მას არითმიის გამო დეფიბრილიატორი ჩაუდგეს, რომელიც გულის არასაკმარისი რიტმის შემთხვევაში ავტომატურად ირთვება.