უკრაინის უმაღლესი რადის თავდაცვისა და ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი გრიცენკო მიიჩნევს, რომ "ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ფსიქიატრს უნდა მიმართოს და უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევასა და თავისი შეფასებების გაკეთებას თავი უნდა დაანებოს".
ანატოლი გრიცენკოს პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ "ბოლო თვის განმავლობაში კადიროვი უკრაინასთან დაკავშირებით, პირველ განცხადებას როდი აკეთებს, თან საკმაოდ არამეგობრულ ტონალობაში. მან განაცხადა, რომ პროგნოზირებადია გადაწყვეტილებები უკრაინის სამხედრო საშუალებებთან დაკავშირებით. მინდა განვაცხადო, რომ რუსული სახელმწიფოს სახით, ასეთი განცხადებების კეთების უფლება მხოლოდ სამ ადამიანს აქვს - პრეზიდენტს, პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს. კადიროვი კი მათ არ განეკუთვნება", _ აცხადებს ანატოლი გრიცენკო.
ხოლო რაც შეეხება, ჩეჩნეთის პრეზიდენტის მიერ ხსენებულ "ვაჰაბიზმს" უკრაინაში გრიცენკო ასევე აცხადებს, რომ უკრაინის უშიშროების საბჭო, როგორც სტრუქტურა, რომელიც სახელმწიფო უშიშროებაზე აგებს პასუხს ატარებს ამ საფრთხეების მონიტორინგს. ვერ ვიტყვი, რომ სურათი ჩვენ ლამაზი გვაქვს და ასეთი საფრთხეები არ გვაქვს. ისინი არსებობს. მაგრამ სწორედ ამისათვის მუშაობენ სახელმწიფო ორგანოები, რომ მათი ლოკალიზება მოხდეს ჯერ კიდევ იმ ეტაპზე, ვიდრე ყოველივე საშიშ მანიფესტაციამდე მივა. ეს ის სფეროა სადაც უმჯობესია ნაკლები ლაპარაკი და მეტი მუშაობა", _ განაცხადა პარლამენტარმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ "უკრაინაში ვაჰაბიტები იმაზე მეტი არიან ვიდრე ჩეჩნეთში".