28 ივნისს, 15.00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გამოაცხადებს გადაწყვეტილებას საქმეზე "საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინაღმდეგ".
საქმე ეხება კანონს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს არ აქვთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვის უფლება. ომბუდსმენის აზრით, ასეთი შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, რომელიც ასეთი შესაძლებლობით ყველა ადამიანს, მათი მოქალაქეობის მიუხედავად, უნდა უზრუნველყოფდეს.
საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის აზრით, ასეთი უფლებით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები უნდა სარგებლობდნენ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს საკანონმდებლო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა, შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს კანონმდებლობაზე გავლენის მოხდენა შეეძლება მიეცემათ.
სარჩელის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმეს განიხილა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა. გადაწყვეტილების გამოცხადებას სახალხო დამცველი და მას პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრებიან.