წყალდიდობის შემდეგ კახეთი ძლიერმა სეტყვამ დააზარალა.
ათამდე სოფელში განადგურებულია ხეხილის ბაღები. განსაკუთრებით გურჯაანის რაიონის სოფელი ბაკურციხე დაზარალდა. რთული ვითარება შეიქმნა თელავისა და ყვარლის რაიონებშიც.
სეტყვა 10 წუთს გაგრძელდა და მისი საფარი დაახლოებით 10 სანტიმეტრს აღწევდა.
გაითიშა ელექტროენერგიის მიწოდებაც. ამ დროისთვის დენი ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების 12 სოფელს არ მიეწოდება. უშუქოდ 800 აბონენტია დარჩენილი.
სტიქიის შედეგად კახეთისთვის მიყენებულ ზარალზე დღეს მინისტრთა კაბინეტი მთავრობის სხდომაზეც იმსჯელებს.