დღეს, 4 ოქტომბერს, ქართველი კლასიკოს მწერალსა და პოეტს ოთარ ჭილაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთონში დაკრძალავენ. 15:00 საათზე მწელის ცხედარს სამებისსამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.
მწერლის პანტეონში დაკრძალვა თბილისის მერიამ საქართველოს საპატრიარქოსთან და მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
76 წლის ასაკში ოთარ ჭილაძე ოთარ ჭილაძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 1-ელ ოქტომბერს გარდაიცვალა.
ოთარ ჭილაძე რუსთაველის პრემიის ლაურეატი იყო. მწერალი ნობელის პრემიაზეც იყო წარდგენილი. მწერლის გახმაურებული რომანებია "რკინის თეატრი", „მარტის მამალი", „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" და „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან".
მასალის გამოყენების პირობები