ეს არის სწორედ ივანიშვილის რეჟიმის სურვილი, რომ საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგში აღარ იყოს, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, პროევროპული ხელისუფლების პირობებში, საქართველოს არათუ ევროპის დღეზე არ მიიწვევდნენ, არამედ ქვეყანას ალიანსთან მოლაპარეკაბებიც გახსნილი ექნებოდა.
"ეს არის სწორედ ივანიშვილის რეჟიმის სურვილი, რომ საქართველო აღარ იყოს დღის წესრიგში და ერთადერთ შესაძლო „პარტნიორებად“ საქართველოს დარჩეს ოკუპანტი რუსეთი, ამერიკის მიმართ მრტულად განწყობილი ირანი და კომუნისტური ჩინეთი. ეს არიან ის „მეგობრები“, რომლებიც ივანიშვილმა აირჩია.
დემოკრატიული, ნორმალური, პროევროპული ხელისუფლების პირობებში ჩვენ არა მხოლოდ დავესწრებოდით ამ შეხვედრას, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, არამედ საქართველოს უკვე გახსნილი ექნებოდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, - ამბობს ბოკუჩავა.
ცნობისათვის, ვარშავაში, სადაც ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეკრება გაიმართა, "ქართული ოცნების" წევრები არ მიუწვევიათ. შეკრებაზე ევროკავშირი წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენელი იყო მიწვეული, მათ შორის უკრაინა, მოლდოვა და თურქეთიც.