ჩვენი პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში ამაზე მსჯელობენ და ის დარმწუნებულია, რომ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მიღებული იქნება.
"მე მოგახსენებთ მთავრობის მეთაურის და ასევე ჩემს პოზიციას სასოფლო სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს. ეს არის როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე ჩემი და მთავრობის წევრების პოზიცია. შესაბამისად, პარლამენტში ამაზე მსჯელობენ და გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, იქნება მიღებული",- განაცხადა კახა კალაძემ.