თურქეთის აღმოსავლეთით სამხედრო პატრულსა და ბლოკპოსტეზე ქურთი სეპარატისტების თავდასხმის შედეგად ორი თურქი სამხედრო მოსამსხურე და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინციდენტის შედეგად დაიჭრა ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი სამხერო მოსმსახურე.
ქურთულმა შრომის პარტიამ ერთწლიანი ცეცხლის შეწყვეტის დასრულების შესახებ განაცხადა და თურქი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ოპერაციები გააქტიურა. მხოლოდ უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში 19 თურქი ჯარისკაცი და ორი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.
ქურთები თურქეთის აღმოსაველთით დამოუკიდებლი სახელმწიფოს შექმნისათვის 25 წელია იბრძვიან. ამ დრომდე კონფლიქტის მსხვერპლთა რაოდენობა 40 ათას ადამიანს აღემატება.