საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ დისკუსია აშშ-ს სტრატეგიული კვლევების ცენტრში გაიმართა. ცენტრი ობამას ადმინისტრაციას რეკომენტაციით მიმართავს გაააქტიუროს მუშაობა კონფლიქტების მოსაგვარებლად და მოუწოდებს ახსოვდეს ვინ არის აშშ-ს ნამდვილი მეგობარი.
ამერიკელი ექსპერტები განმარტავენ, რომ კავკასია და განსაკუთრებით საქართველო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პარტნიორია აშშ-სათვის.
ანალიტიკოსები აშშ-ს ხელისუფლებას ურჩევენ საქართველოსა და შტატების მრავალწლიანი ურთიერთობებიდან გამომდინარე უფრო გაძლიერდეს დეოკუპაციის პროცესში ვაშინგტონის ჩართულობა.
"აშშ-ს მიზანია მიაღწიოს რუსეთის მხარდაჭერას ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხზე, მე არ მომისმენია ადმინისრაციისგან არც ერთი განცხადება, რომ მათი მიზანია შეაჩერონ რუსეთის საფრთხე გარდა იმისა, რომ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებაზე რუსეთთან განხილვები იყო. მაგრამ ამას მაინც ვერ შეაჩერა რუსეთის საფრთხე. რუსეთი დღემდე იყენებს ენერგეტიკულ რესურსებს თავის იარაღად, ბელორუსი ამის შესანიშნავი მაგალითია. ეს იარაღი მანამდე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა, ამის კიდევ ერთი მაგალითი არსებობს _ თუნდაც ყირგიზეთის", _ აცხადებს აშშ-ს სტრატეგიული კვლევების ცენტრის ექსპერტი.