ათენში საზოგადოებრივი წესრიგის სამინისტროს ოფისში მომხდარი აფეთქების შედეგად მინისტრის მრჩეველი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში გრიგორიოს ვასილაკისი დაიღუპა.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ვასილაკისიმა მის სახელზე გამოგზავნილი ამანათი გახსნა. აფეთქება მინისტრის, მიხალის ხრისოხოიდისის კაბინეტიდან რამდენიმე მეტრში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქემა საკმაოდ ძლიერი იყო. მინისტრი არ დაშავებულა.
ხრისოხოიდისის განცხადებით, მისმა უწყებამ გამორჩეული და ყველასათვის საყვარელი თანამშრომელი დაკარგა.
ქვეყნის პრემიერ მინისტრის გეორგიოს პაპანდრეუს განცხადებით, მკვლელები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან.
"ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. ეს მხდალი მკვლელები მართლმსაჯულების წინაშე წასდგებიან", _ განაცხადა პრემიერ მინისტრმა და დასძინა, რომ "მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნა და ხალხი კრიზისის დასაძლევად ყოველდღიურ ბრძოლაშია ჩართულნი, არაადამიან მკვლელებს სურთ დარტყმა მიაყენონ ნორმალურ ცხოვრებას და ჩვენს დემოკრატიას. ისინი ვინც ფსონს დებენ უკანონობაზე და ძალადობაზე მიიღებენ პასუხს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ მთელი საზოგადეოების მხრიდან".
აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით საბერძნეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა გამოძიება დაიწყო.