საქართველოს რკინიგზა Lean Six Sigma – ს დანერგვაში მონაწილე თანამშრომლებს სერთიფიკატებს გადასცემს.
ღონისძიება 19 მაისს, სასტუმრო Holiday Inn-ში 12:00 საათზეა დაგეგმილი.
მეთოდოლოგიის დანერგვა კომპანიამ 2016 წლის 27 ივნისიდან დაიწყო და მისი მიზანი საწარმოო პროცესების გაუმჯობესებაა.
„Lean six sigma“ მეთოდოლოგია წარმოადგენს წარმოების მართვის კონცეფციას, რომლის ძირითადი არსია, საწარმოო პროცესების შემდგომ, გამოსავალი პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება, დეფექტების მინიმიზაცია, სტანდარტიდან გადახრების შემცირება. იგი ითვალისწინებს წარმოების პრობლემების დიაგნოსტიკას დასახული მიზნების მიღწევას გაზომვის სტატისტიკურ მეთოდების გზით. ასევე მიზანია ისეთი პროცესების შექმნა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება დანაკარგების მინიმიზაცია და ეკონომიკური ეფექტი.
„პროექტის ფარგლებში საქართველოს რკინიგზაში თანამშრომლების სათანადოდ მომზადებაც მოხდა. ამჟამად კომპანიაში მიმდინარეობს პროექტების იმპლემენტაცია, სადაც ამ დროისათვის ცალკეულმა პროექტებმა უკვე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი მისცა საქართველოს რკინიგზას“, - აცხადებენ კომპანიაში.
აღნიშნული პროგრამა პირველად შეიმუშავა კომპანიამ Motorola და იმპლემენტაციის შედეგად მიიღო სოლიდური ეკონომიკური ეფექტი, რაც შემდგომში წარმატებით გააგრძელა კომპანიამ General Electric. დღეს უკვე ყველა ცნობილ კომპანიაშია დანერგილი აღნიშნული მეთოდოლოგია.