ავსტრალიის ისტორიაში პირველად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ქალი გახდა. 48 წლის, "ლეიბორისტი", ჯულიან გილარდი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერი იქნება.
აღნიშნულ პოსტზე ჯულიან გილარდმა თანაგუნდელი, ასევე "ლეიბორისტი" კევინ რადი ჩაანაცვლა და განაცხადა, რომ მისი მმართველობით მთავრობა სწორი გზით ივლის.
"პრემიერობა იმიტომ მოვინდომე, რომ დავინახე - არსებული მთავრობა არასწორი გზით მიდიოდა", - განაცხადა გილარდმა.
გილარდი ავსტრალიის საკანონმდებლო ორგანოში "ლეიბორისტების" დეპუტატი 1998 წლიდანაა. 2006 წლის დეკემებერში, მან პარტიაში მნიშვნელობით მეორე პოსტი დაიკავა და კევინ რადის მოადგილედ მუშაობდა. 2007 წლის დეკემბრიდან გილარდს ავსტრალიის პრემიერის მოადგილის პოსტი ეკავა.