ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში უბედური შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა, სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულები ახალგაზრდები არიან და მათ ბარსელონას სამხრეთ ნაწილში მატარებელი დაეჯახათ. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ახალგაზრდების ჯგუფი მაგისტრალზე გადადიოდნენ. წინასწარი ინფორმაციით, მათ მომავალი მატარებელი ვერ შენიშნეს.
კატალონიელი სამართალდამცავების განცხადებით, შემთხვევა ახალგაზრდების დაუდევრობამ გამოიწვია, რადგან მათ მიწისქვეშა გადასასვლელით არ ისარგებლეს.
ახალგზრდები "სან ხუანის ფიესტაში" იღებდნენ მონაწილეობას, რომელშიც წლის ყველაზე მოკლე ღამეს აღნიშნავდნენ.