ამერიკელი მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავის ანჯელინა ჯოლის მამა ჯონ უაიტი აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას ღია წერილით მიმრთავს.
"თქვენ გახდებით აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, რომელმაც მოატყუა ებრაელი და ასევე ამერიკელი ხალხი" - წერს უაიტი ღია წერილში, რომელიც ვაშინგტონ ტაიმსმა გამოაქვეყნა.
მსახიობი ამტკიცებს, რომ ობამამ დადო პირობა დაეცვა ისრაელი ყველა მტრისგან, თუმცა ამის საპირისპიროდ იგი ცდილობს ეს ქვეყანა წარმოიაჩინოს მტრად და ამით მსოფლიოში ანტისემიტიზმს უწყობს ხელს.
ებრაელმა ხალხმა "მისცა მსოფლიოს 10 მცნება და თანამედროვე კანონების უდიდესი ნაწილი" ხოლო ისინი ვისაც ობამა იცავს, "მკვლელები და დამნაშავეები არიან" - წერს ჯონ უაიტი.
წერილის ავტორი აცხადებს, რომ არიზონაში, როდესაც შტატის საემიგრაციო კანონზე დებატები მიმდინარეობდა ობამა "დამნაშავეებისა და არალეგალური მიგრანტების დასაცავად" დადგა,
ჯონ უაიტი აღნიშნავს, რომ აშშ ობამას შემდეგ ვერ გაიმართება და იგი ამ ქვეყანას დაანგრევს.
შეგახსენებთ რომ ჯონ უაიტი არის ოსკარის მფლობელი ლუკ მარტინის როლისთვის, ფილმში "დაბრუნება შინ" (1978 წელი). ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს იგი კლინტ ისტვუდთან, სილვესტერ სტალონესთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად აქტიურად უჭერდა მხარს ჯონ მაკკეინს.
2008 წლის ბოლოს ჯონ უაიტი აცხადებდა, "ღმერთმა ნუ ქნას და თუ ჩვენ ობამას ვიხილავთ პრეზიდენტის პოსტზე, ჩვენ მოგვიწევს სოციალიზმის ისეთი ერის გადატანა, რომელიც ამერიკას არასოდეს უნახავს და ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით დასუსტდება".