ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების სარდლის, გენერალ სტენლი მაკკრისტალის გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას - ავღანეთში აშშ-სა და ნატოს ჯარების სარდლობას ბრიტანელი გენერალ ლეინტენანტი სერ მიკ პარკერი შეასრულებს.
ბრიტანელი გენერალი მაკკრისტალის მოადგილედ გასული წლის ნოემბერში დაინიშნა და იგი ახალი მეთაურის დანიშვნამდე ავღანეთში დისლოცირებულ 140 ათასიან სამხედრო კონტინგენტს უხელმძღვანელებს.
მაკკრისტალს კი თანამდებობაზე ოფიციალურად გენერალი დევიდ პეტრეუსი შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ მაკკრისტალის გადადგომა უკავშირდება სკანდალს, კერძოდ სტატიას, სადაც გენერალი და მისი თანაშემწეები ამერიკის ოფიციალური პირების, მათ შორის ჯოზეფ ბაიდენის წინააღმდეგ გარკვეულ გამონათქვამებს იყენებენ.