ირანის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ გამოცემა DEBKAfile ირანის სამხედრო წრეების წყაროზე დაყრდნობით იუწყება. წყაროს ინფორმაციით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში კასპიის რეგიონთან ირანის ჯარისა და სამხედრო ტექნიკის გაძლიერება შეინიშნება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ირანის დაზვერვის მონაცემებით აშშ-სა და ისრაელის არმიის ნაწილებმა დიდი რაოდენობით თავი მოიყარეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ბაზებზე და ყოველწუთს მზად არიან ირანის ბირთვულ ობიექტებს დარტყმა მიაყენონ.
ირანის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა რეგიონში დესტაბილიზაციისათვის ეთნიკურ კონფლიქტებს ამწვავებს. მისივე თქმით, ისლამურ რესპუბლიკაზე შესაძლო თავდასხმის სცენარი უკვე დიდი ხანია განიხილება, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რეგიონში გასაძლიერებლად დამატებითი ძალები გაიგზავნა.
სხვა წყაროს ინფორმაციით, უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელმა აზერბაიჯანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს გავლით ბომბდამშენების დიდი რაოდენობა გააგზავნა. ამასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანი არანაირ კომენტარს არ აკეთებს.
DEBKAfile-ს წყაროს აზრით, ირანს საომარი მდგომარეობის გამოცხადების სულ მცირე სამი მიზეზი აქვს. პირველი: აზერბაიჯანში ნამდვილად შეიმჩნევა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო კონტიგენტის კონცენტრაცია. მაგრამ არც ვაშინგტონი და არც იერუსალიმი ამას არასდროს აღიარებს.
მეორე: ირანი აუცილებლობად მიიჩნევს, სპარსეთის ყურეში ამერიკა-ისრაელის ფლოტილიის ყოფნის შესახებ რეაგირება იქონიოს. და მესამე: გამოცემის წყარო აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო