2001 წლისს 11 სექტემბერს ცათამბჯენებზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპული კიდევ 72 ადამიანის ნეშთი იპოვეს. რამდენიმე თვის განმავლობაში სპეციალისტებმა, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ადგილას 600 კვადრატული მეტრის ფართობი გამოიკვლიეს.
საძიებო სამუშაოების შედეფად ტრაგედიის მსხვერპლთა რაოდენობას იმ ადამიანთა სახელები მეიმატა, რომლებიც ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ. ახალი საძიებო სამუშაოები 2006 წელს ნიუ-ორკელთა თხოვნით დაიწყო, რომლებმაც ტერაქტის დროს ახლობლები დაკარგეს. ოფიციალურად ტერაქტისEშედეგად სამი ათასი ადამიანი დაიღუპა. ტრაგედიის ადგილას გეგმის მიხედვით ხუთი შენობა დაიდგმება, დაგეგმილია პარკის გაშენებაც.
აქვე აშენდება სავაჭრო ცენტრის ახალი შენობა. 104-სართულიანი შენობიდან წლის ბოლისთვის 50 სართული დასრულდება.
დღემდე დიდი დავის საგანია ქალაქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ტრაგედიის ადგილთან ახლოს მეჩეთი და მუსულმანური კულტურის ცენტრი აშენდება. ნიუ-იორკის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ცენტრი მშვიდობისმოყვარე მუსულმანთა უმრავლესობას ფანატიკოსებსა და კაცთმოძულეებთან ბრძოლაში დაეხმარება. თუმცა მოსახლეობა ამ აზრს არ ეთანხმება. რამდენიმე ხნის წინ მეჩეთის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა აზრით, ამ ფორმით გაიმარჯვებენ ისინი, ვინც დღემდე ამერიკელი ხალხის დაშინებას ცდილობს.