ბათუმში, ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების რეკონსტრუქცია დასრულდა. პროექტი ეტაპობრივად ხორციელდებოდა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბოლო ეტაპზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები სულაბერიძის ქუჩიდან, შავშეთისა და ერისთავის ქუჩების გავლით, გოგოლის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში ჩატარდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, მოეწყო წყალსადენი ქსელი, გზის გამყოფი ზოლი, გარე განათება, ტროტუარი, ბორდიურები, დაიგო დეკორატიული ფილები და კორდი, დაიხაზა და მოეწყო საგზაო ნიშნები. მთისძირის ქუჩის გასწვრივ, სულაბერიძისა და შავშეთის ქუჩების მონაკვეთზე გაკეთდა საყრდენი კედელი. გოგოლის ქუჩაზე მოეწყო წრიული.
ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების რეკონსტრუქციისთვის 13 მილიონ 378 ათასი ლარი დაიხარჯა.