საუდის არაბეთში ქალთა უფლებები აქამდე არარსებული მაშტაბებით გაიზარდა. შესაბამის ბრძანებას ქვეყნის მეფემ სალმან იბნ აბდალ-აზიზ ალ საუდმა ხელი უკვე მოაწერა.
როგორც ადგილობრივი გამოცემა Saudi Today წერს, ამიერიდან მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ მეურვის გარეშე და მისი ნებართვის გარეშე იმოგზაურონ და ასევე შეიტანონ სარჩელი სხვადასხვა ინსტანციაში, მათ შორის სახელმწიფო ორგანიზაციებში.
იმავდროულად სამეფოში მცხოვრებ ქალებს, რიგი კომპანიებისგან სატრანსპორტო მომსახურებების მიღებაც შეეძლებათ, რადგანაც დღეისათვის საუდის არაბეთში მცხოვრებ ქლებს ავტომობილების მართვის უფლება არ აქვთ.