გაზის დეფიციტის შემთხვევაში ლიტვა კალინგრადში ბუნებრივი აირის ტრანზიტს გადაკეტავს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" კომპანია " etuvos dujos " გენერალურ დირექტორზე ვიკტორას ვალიანტუკიავიჩუსზე დაყრდნობით იუწყება.
"თუ გაზი არ იქნება საკმარისი, რომ ჩვენი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, მაშინ კალინგრადის ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტთ და ამის შესახებ არანირი სხვა საუბარი არ უნდა იყოს", - განაცხადა ვალიანტუკიავიჩუსმა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის კალინგრადის მხარე ბუნებრივი აირი სწორედ ლატვის გავლით მიეწოდება.
შეგახსენებთ, რომ "გაზპრომმა" ბელორუსს გაზის მიწოდება დავალიანების გამო 60% შეუმცირა.