"ბელრუსიდან ფული ანგარიშზე ჯერ არ გადმორიცხულა", - ამის შესახებ კომპანია "გაზპრომის" წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
კუპრიანოვის თქმით, "გაზპრომი" ბელორუსის მიერ ვალის გადახდას მხოლოდ მაშინ დადასტურებს, როდესაც ფული ანგარიშზე დაჯდება.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსმა "გაზპრომის" დავალიანება სრულად დაფარა. ქვეყნის ვიცე-პრემიერ ვლადიმერ სამაშკოს განცხადებით, დღეს, 16:00 საათზე "გაზპრომს" 187 მილიონი დოლარი გადაურიცხეს და "გაზპრომს" ტრანზიტის დავალიანების გადახდისთვის ვადა 24 ივნისის, 11:00 საათამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოფიციალური მინსკი ევროპისთვის ტრანზიტის გადაკეტვით იმუქრება. '
"გაზპრომმა" ბელორუსს გაზის დავალიანების გადაუხდელობის გამო ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე 60% შეუმცირა.