ბელორუსია "გაზპრომს" ტრანზიტის 260 მილიონი დოლარის დავალიანების გადასახდელად ვადას 24 ივნისის 11:00 საათამდე აძლევს. ამის შესახებ "ვზგლიადი" ბელორუსის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეზე ვლადიმერ სამაშკოზე დაყრდნობით იუწყება.
"ჩვენ ვითხოვთ "გაზპრომისგან", 11:00 საათისთვის 260 მილიონი დოლარის დავალიანება გადაგვიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპაში გაზის ტანზიტს გადავკეტავთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოადგილემ.
სამაშკოს განცხადებით, გაზპრომს აღნიშნული დავალიანება 2009 წლის ნოემბრიდან დღემდე დაუგროვდა.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსმა "გაზპრომის" დავალიანება სრულად დაფარა.
ვლადიმერ სამაშკოს განცხადებით, დღეს, 16:00 საათზე "გაზპრომს" 187 მილიონი დოლარი გადაურიცხეს. '
"გაზპრომმა" ბელორუსს გაზის დავალიანების გადაუხდელობის გამო ბუნებრივი აირის მიწოდება 60%-ით შეუმცირა.