თურქმა სამართალდამცველებმა სტამბულში 22 ივნისს მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი 27 ადამიანი დააკავეს.
თურქი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ორგანიზაცია "ქურთისტანის განთავისუფლების შევარდენმა" აიღო.
შეგახსენებთ, რომ სტამბულში გზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მაშინ მოვიდა, როდესაც სამხედრო ობიექტის სიახლოვეს თურქი სამხედროები ავტობუსით გადაადგილდებოდნენ. ტერაქტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.