ბელორუსმა "გაზპრომის" დავალიანება სრულად დაფარა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" ბელორუსის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილე ვლადიმერ სამაშკოზე დაყრდნობით იუწყება.
"ჩვენ 200 მილიონი დოლარი ვისესხეთ და დღეს, 16:00 საათზე,გაზპრომს 187 მილიონი დოლარი გადავურიცხეთ", - განაცხადა ვლადიმერ სამაშკომ.
შეგახსენებთ, რომ "გაზპრომმა" ბელორუსიას გაზის დავალიანების გადაუხდელობის გამო ბუნებრივი აირის მიწოდება 60%-ით შეუმცირა.