აპრილში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 96,0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 12,4 ათასი ტონით ანუ 14,8%-ით აღემატება მარტის თვის მაჩვენებელს და 8.9 ათასი ტონით ანუ 10,2%-ით მეტია 2016 წლის აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
მათ შორის, 2017 წლის აპრილში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 36,7 ათასიტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 59,3 ათასი ტონა.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის აპრილში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 24,2 ათასი ტონაანუ 65.9%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 11,6 ათასი ტონა ანუ 31.6%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,9 ათასი ტონა ანუ 2.5%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 58,6 ათასი ტონა ანუ 98.8%, L-62 დიზელის საწვავი - 0,4 ათასი ტონა ანუ 0.7%, DT -0.3 ათასი ტონა ანუ 0.5 %.
ქვეყნების მიხედვით,აპრილში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 29.6 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 30,8%), აზერბაიჯანიდან 23.5 ათასი ტონა (24,5%), თურქმენეთიდან - 16.6 ათასი ტონა (17,3%), ბულგარეთიდან - 14.0 ათასი ტონა (14,6%), რუსეთიდან - 8.1 ათასი ტონა (8,4%), საბერძნეთიდან - 3,5 ათასი ტონა (3,6%), უკრაინიდან - 0,6 ათასი ტონა (0,6%) და სხვ.