ევროპის ქვეყნების მცხოვრებთა უმრავლესობა სიღარიბის ზრდის გამოა შეშფოთებულია. განსაკუთრებით პესიმისტურად არიან განწყობილი საბერძნეთში, საფრანგეთსა და ბულგარეთში. სიღატაკის დონის გაზრდის გამო ამ ქვეყნების მცხოვრებთა 80 პროცენტზე მეტი შეშფოთებას გამოთქვამს. შესაბამისი შედეგები ბრიუსელში სოციოლოგიურმა კვლევითმა ორგანიზაციამ გამოქვეყნა.
ღრმა პესიმიზმს განიცდიან აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. გერმანიაში სიღარიბის ზრდის გამო შეწუხებულია რესპოდენტთა 57 პროცენტი.
ყველაზე მეტად ოპტიმისტურად არიან განწყობილი შვედეთში, სადაც სიღარიბის ზრდას გამოკითხულთა მხოლოდ 22 პროცენტი აფიქსირებს.