ირანში, გულისტანის პროვინციაში, ქვანახშირის საბადოში მომხდარი აფეთქების შედეგად მიწის ქვეშ ჩარჩენილი მეშახტეებიდან 35 დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ირანის შრომის და სოციალური დაცვის მინისტრმა ალი რებიიმ გააკეთა.
საბადოში ცხედრების გამოყვანის სამუშაოები ამ დროისთვისაც გრძელდება.
ბოლო მონაცემებით 21 მეშახტის ცხედარი ნაპოვნია. ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის სამაშველო განყოფილების უფროსის, შაჰინ ფეთის განცხადებით, მიწის ქვეშ ჩარჩენილი 40-ზე მეტი მეშახტიდან ექვსი დაშავებულის გადარჩენა შესძლეს.
ქვეყანაში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა.