კალიფორნიის შტატის გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდა.
"ვიყოთ პირველები თქვენი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, დიდი პატივია ჩვენი ქალაქისთვის. ბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კალიფორნიაში. ჩვენ ძალიან საპატიო სტუმრები გვყოლია კალიფორნიაში, თუმცა თქვენი ჩამოსვლა განსაკუთრებულია" - განაცხადა არნოლდ შვარცნეგერმა მედვერევთან შეხვედრისას.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ძალიან საინტერესო უწოდა თავისი აშშ-ში ვიზიტის სწორედ სან-ფრანცისკოდან დაწყებას.
"მე აქ არასოდეს ვყოფილვარ. კალიფორნია აშშ-ში ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული შტატია" - განაცხადა მედვედევმა.
მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ მას ძალიან საინტერესო შეხვედრები ელოდება წინ, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება რუსეთისთვის.
"მე მინდა, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში შედგეს სრულფასოვანი ურთიერთობები" - განაცხადა მედვედევმა.