უკრაინის დასავლეთში ინტეგრაციის საკითხი უპირობოდ პრიორიტეტული რჩება. ამის შესახებ ვიქტორ იანუკოვიჩმა მთავრობის სხდომაზე განაცხდა.
"უკრაინის კურსი ევროპული ინტეგრაციისაკენ უპირობოდ პრიორიტეტული რჩება. ჩვენ სრულად ვინარჩუნებთ ამ მიმართულებას და დასახულ ამოცანებს. ევროკავშირში პრემიერ-მინისტრ აზაროვის მონაწილეობით უკანასკნელმა მოლაპარაკებებმა დაადასტურეს, რომ უკრაინა ძალაინ ახლოსაა სამი მიმაერთულების გადაჭრის საკითხთან: თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმისა და ასოცირებასთან", _ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მანამდე უკრაინული მედია წერდა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთთან და ბელორუსთან ერთად უკრაინის სახელმწიფოთა კავშირში გაერთინებას დაუშვებლად მიიჩნევდა. იანუკოვიჩის თქმით, ოფიციალური კიევი ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს განაგრძობდა.
თავის მხრივ რუსეთის დუმის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ევგენი ფიოდოროვმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის შესვლა არარეალურია.
"ევროპის გასასვლელი ლისაბონის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დაიკეტა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე სხვა პირობებია. ფაქტობრივად იძულებული ვართ, ერთიანი სახლემწიფო შევქმნათ. თუნდაც ამას ბევრი პოლიტიკოსი ცუდად ან კარგად უყურებდეს", _ განაცხდა ფიოდოროვმა.