რუსეთი და პოლონეთი საზღვრისპირა ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის უვიზო ურთიერთმიმოსვლის ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადებიან. აღნიშნული საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადისლავ სიკორსკიმ სატელეფონო საუბრისას განიხილეს.
"მხარეებმა განიხილეს რიგი აქტუალური საკითხები. მათ შორის საზღვრისპირა ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ. მინისტრების საუბრისას აღინიშნა ის სერიოზული პროგრესი, რომელიც თან ახლავს სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების მომზადების პროცესს", - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებელია, ევროკავშირის რეგლამენტის შეცვლა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გავრცელება კალინიგრადის მხარესა და პოლონეთის შესაბამის მოსაზღვრე რაიონებს შორის.