საგარეჯოში არასრულწლოვანს ეძებენ. ახლობლების თქმით, 15 წლის ბიჭი მეორე დღეა, გაუჩინარდა. ის ფერმაში მწყემსად მუშაობდა, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა.
15 წლის მოზარდის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გიგაურის გაუჩინარების შესახებ 2 დღის წინ შეიტყვეს, თუმცა მისი კვალი 5 დღეა, დაკარგულია. მათი თქმით, 15 წლის მოზარდს მისი მშობლების ნების გარეშე მწყემსად ამუშავებდნენ მეზობელ სოფელში. ოჯახმა ფერმერის ვინაობა არ იცის, მხოლოდ მისი ტელეფონის ნომერი აქვთ, სადაც მათ რამდენჯერმე დარეკეს, თუმცა მოგვიანებით, მათი თქმით, ტელეფონი გაუთიშეს.
ოფიციალური შეტყობინება დაკარგული მოზარდის ოჯახმა 112-ში გუშინ გააკეთა, რის შემდეგაც მათთან სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.