2009 წელს მსოფლიოს მილიონერთა რაოდენობა 17 პროცენტით გაიზარდა და კრიზისამდელ არსებულ დონეს დაუბრუნდა. შესაბამისი მონაცემები საინვესტიციო ბანკის Merrill Lynch -ის ანგარიშშია გამოქვეყნებული.
კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ მსოფლიოში დაახლოებით 10 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ქონება ერთ მილიონ დოლარს აღემატება. 2008 წელს, კრიზისის პერიოდში მსოფლიოში დაახლოებით 8 მლნ ადამიანი იყო. უმდიდრესი ადამიანების ქონების შეფასებისას მხოლოდ მათი ანგარიშზე არსებული სახსრები და ფასიანი ქაღალდებია გათვალისწინებული.
2009 წელს ყველაზე შეძლებული ადამიანების ერთობლივი ქონება 2008 წელთან შედარებით 18,9 პროცენტით გაიზარდა და 39 ტრილიონი შეადგინა.
მილიონერთა ყველაზე მეტი რაოდენობა _ 87 მლნ ადამიანი აშშ-ში ცხოვრობს. 1,65 მილიონერით მეორე ადგილზე იაპონიაა, მესამე ადგილს კი გერმანია იკავებს. აქ 861 500 შეძლებული ადამიანი ცხოვრობს.
აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში 3 მლნ მილიონერი ცხოვრობს, რაც ერთი წლით ადრე დაფიქსირებულ რაოდენობაზე 26 პროცენტით მეტია. ძირითადად ინდოეთისა და ჰონგკონგის ხარჯზე, აღნიშნული რეგიონის მილიონერთა რაოდენობა ევროპას გაუთანაბრდა.
ექსპერტთა აზრით 2008 წელი მსოფლიოს შეძლებული ადამიანებისთვის ყველაზე წარუმატებელი იყო. აღნიშნულ პერიოდში მილიონერთა რაოდსნობა 15 პროცენტით, მათი ერთობლივი ქონება კი 20 პროცენტით შემცირდა.