ყაზბეგის გამზირზე "ტაო პრივატ ბანკზე" მომხდარი თავდასხმის დროს დაჭრილი ინკასატორების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ექიმები აცხადებენ, დაჭრილების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ დაახლებით ორის საათის წინ "ტაო პრივატ ბანკზე" შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც ორი ინკასატორი დაიჭრა, რომლებმაც ბანკში ფული მიიტანეს. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ამ დრომდე ბანკის თანამშრომლები მომხდარზე კომენტარეს არ აკეთებენ. ასევე უცნობია გატაცებული თანხის რაოდენობაც.