რუსული "გაზპრომი" ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ბელტრანსგაზმა" გაზის მიწოდების კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხებში მაისის თვის დავალიანება 260 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა.
მათივე ინფორმაციით, წინა თვეების დავალიანება ჯერაც დაუფარავი რჩება.
"წინა თვეების დავალიანება 192 მილიონი აშშ დოლარი ჯერაც დაუფარავია", - ნათქვამია "გაზპრომის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.