რუსეთმა ბელორუსიას გაზის მიწოდება 60% შეუმცირა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
"დღეს, 10:00 საათიდან ბელორუსიის რესპუბლიკას რუსული გაზის მიწოდება 60% შეუმცირდა", - აღნიშნა "გაზპრომის ხელმძღვანელმა ალექსი მილერმა.
შეგახსენებთ, რომ ვალის გადაუხდელობის გამო მინსკს "გაზპრომა" თავდაპირველად გაზის მიწოდება 30% შეუმცირა, რასაც ბელორუსიის პრეზიდენტის მიხრიდან გამოხმაურება მოჰყვა და მან ევროპაში გაზის ტრანზიტი გადაკეტა.
მილერის განცხადებით, კი მიუხედავად ლუკაშენკოს გადაწყვეტილებისა ევროპას რუსული გაზის მიწოდებაზე პრობლემა არ შეექმნება და ალტერნატიულ გზად უკრაინას გამოიყენებს.