პარასკევს, 6 ნოემბერს, "საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია", "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან" ერთად ქალაქ ლაგოდეხში კინოთეატრ "სინემაში" სოფლის განვითარების ქსელური პროგრამის 2006_2009 წლის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
როგორც რადიო "ჰერეთს" არასამთავრობო ორგანიზაციაში განუცხადეს, "პროგრამა სამიზნე" რეგიონების ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლაგოდეხის, სიღნაღის, თელავის და ყვარლის 22 თემში მუშაობს. თითოეულ სამიზნე თემში შექმნილია და ფუნქციონირებს ახალგაზრდული სათემო ცენტრები.
პრეზენტაციაზე მიწვეულნი არიან კახეთის სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობების ადმინისტრაციების, არასამთავრობო სექტორის, ლაგოდეხისა და სიღნაღის სოფლებში არსებული ახალგაზრდული სათემო ჯგუფებისა და რეგიონის მედიის წარმომადგენლები.
"საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია" და "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პრზენტაციაზე ახალგაზრდული სათემო ცენტრების საქმიანობების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენენ.