თბილისში მეტეხის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი გაქურდეს. 
მძარცველებმა ტაძრის კარი გატეხეს და ყულაბა მოიპარეს. სავარაუდოდ, გატაცებული თანხა უმნიშვნელო იყო.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იძიებენ. 
სამართალადამცავები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.