იორდანიის დედაქალაქ ამანის ერთ-ერთ ქუჩას ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის სახელს დაარქმევენ. ამის შესახებ ამანის მერმა ომარ მაანმა განაცხადა.
მაანმა ღნიშნა, რომ ორ ქალაქს შორის სხვადსახვა სფეროებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა დამყარდა.
ნაზარბაევის სახელს სამი კილომეტრის სიგრძის ქუჩა მიიღებს, რომელიც ქალაქის აღმოსაველთ ნაწილში მდებარეობს.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა განაცხადა, რომ ანკარაში მთელი თურქული სამყაროსთვის მის მიერ გაკეთებული საქმისთვის, მადლიერების ნიშნად ყაზახეთის პრეზიდენტს ძეგლს დაუდგამენ.