რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილედ ვლადიმერ პოპოვკინი დაინიშნა. მისი დანიშვნის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
როგორც მედვედევმა თავდაცვის მინისტრთან ანატოლი სერდიუკოვთან და მის ახალ მოადგილესთან შეხვედრაზე აღნიშნა, პოპოვკინი კოორდინაციას გაუწევს შეიარაღების და საბრძოლო ტექნიკის შესახებ არსებულ საკითხებს.