ყირგიზეთის სამხრეთში, ოშსა და ჯალალ-აბადში არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 250-ს გადააჭარბა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ყირგიზეთში 251 დაღუპულია დარეგისტრირებული.