რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ბელორუსიის პრეზიდენტის გადაწყვეტილების, ევროპაში გაზის ტრაზიტის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სასწრაფოდ გარკვევის განკარგულება გასცა.
მედვედევის პრეს-მდივნის ნატალია ტიმაკოვას განცხადებით, , რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ყველა აუცილებელი მითითება უკვე გასცა, მათ შორის "გაზპრომის" ხელმძღვანელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი უკვე შედგა მედვედევსა და "გაზპრომის" ხელმძღვანელთან ალექსეი მილერთან.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შესახებ განკარგულება გასცა.
რუსულმა "გაზპრომმა" ბელორუსისათვის გაზის მიწოდების სადღეღამისო ნორმა უკვე 30 %-ით შეამცირა. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუკი ეს სიტუაცია უმოკლეს ვადაში არ დარეგულირდა, "გაზპრომის" მიერ მინსკისათვის გაზის სადღეღამისო ნორმის მიწოდება შეიძლება 85 % მდე შემცირდეს. "გაზპრომის" ამ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი უჭერს მხარს.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ერთი თვის ვადაში აჩადარის დასახლებიდან, ოჩამჩირემდე საბრძოლო მოქმედებების დროს დამწვარი ქართველთა სახლების დანგრევის ბრძანება გასცა. ეს განცხადება სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის ქალაქებისა და რაიონების ე.წ. ადმინსტრაციების ხელმძღვანელებთან დღეს გამართულ საგანგებო თათბირზე გააკეთა.
თათბირზე სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ სოხუმსა და აფხაზეთის სხვა დასახლებულ პუნქტებში, განსაკუთრებით კი ცენტრალური გზატკეცილის გასწვრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ ახსენებს ადამიანებს ომს.
"ერთი თვის ვადაში აჩადარიდან, ოჩამჩირემდე გზატკეცილის პირას მდებარე დამწვარი და დაზიანებული სახლები უნდა დაინგრეს", _ განაცხდა ბაღაფმა.
აქვე აღინიშნა, რომ აფხაზებსა და სხვა ეროვნების მოქლაქეებს, საკუთარი საცხოვრებელი სახლები აღდგენილი აქვთ, ხოლო ქართველთა დამწვარ-გაპარტახებული სახლები ადამიანებზე ფსქოლოგიურად ცუდ გავლენას ახდენს.