დიდთოვლობის გამო ახმეტის მაღალმთიანეთი გარესამყაროს მოწყდა. სოფელ ომალოში 22 ოჯახია დარჩენილი, ისინი გამოზამთრებას ადგილზევე გეგმავენ.
ამ დროისათვის სოფელთან დაკავშირება მხოლოდ ტელეფონით და საჰაერო გზით არის შესაძლებელი, სახმელეთო გზა გვიან გაზაფხულამდე ჩაიკეტა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ რადიო "ჰერეთს" განუცხადა, რომ სოფელში საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მარაგი არსებობს, თუმცა მათი შევსება ეტაპობრივად კიდევ მოხდება.
თუშეთში პირველი თოვლი სამი კვირის წინ მოვიდა, თუმცა სახმელეთო მოძრაობა მხოლოდ დღეს შეწყდა.