ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შესახებ განკარგულება გასცა. ამის შესახებ ინტერფაქსი ტელეკომპანია "რასია-1"-ზე დაყრდნობით იუწყება.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა "გაზპრომმა" ბელორუსისთვის გაზის მიწოდების სადღეღამისო ნორმა უკვე 30 %-ით შეამცირა. განცხადება ამის შესახებ "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა დღეს გააკეთა.
ბელორუსის ვალი შესაძლოა 197 მილიონი აშშ დოლარიდან 250 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდოს. მინსკმა პირობა დადო, რომ დავალიანებას 5 ივლისამდე გადაიხდის, მაგრამ "გაზპრომი" ამტკიცებს, რომ ამდენს ვერ მოიცდის.
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს სიტუაცია უმოკლეს ვადაში არ დარეგულირდა, "გაზპრომის" მიერ მინსკისათვის გაზის სადღეღამისო ნორმის მიწოდება შეიძლება 85 % მდე შემცირდეს. "გაზპრომის" ამ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი უჭერს მხარს.