გუშინ ღამით, ვისკონსისინს შტატს ტორნადო დაატყდა თავს. დაზარალდა შტატის რამდენიმე პატარა ქალაქი. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
ტორნადოს შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაზარალდა, თუმცა სტიქიას ფატალური შედეგები არ მოჰყოლია.
დაზიანდა შენობები. ტორნადოს შედეგად, 27 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.