სტამბულში მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა. თურქული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, დაიღუპა 4 და დაშავდა 14 ადამიანი. დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანი, 17 წლის გოგონაა, დანარჩენი 3 კი სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ.
აფეთქება სტამბულის რაიონ ხალკალში, სამხედრო ობიექტის სიახლოვეს მოხდა. გზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მაშინ მოვიდა, როდესაც ავტობუსით სამხედროები გადაჰყავდათ.
ამ დროისთვის, მომხდარზე პასუხისმეგბლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.