2009 წელს ევროკავშირის ქყვეყნებში _ ბულგარეთში, რუმინეთსა და ლატვიაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ყველაზე დაბალი მაჩვენებლი დაფიქსირდა. შესაბამისი ანგარიში სტატისტიკურმა სამსახურმა ЕС Eurostat-მა გამოაქვეყნა.
Eurostat-ის აზრით, ევროკავშირის ქვეყნებიდან კეთილდღეობით ყველაზე მეტად ლუქსემბურგი გამოირჩევა. ირლანდიის, ნიდერლანდების, ავსტრიის, შვედეთის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ბელგიის მშპ-მა ევროკავშირის მიერ დადგენილ საშუალო დონეზე 15-50 პროცენტით მეტი შეადგინა. ფინეთში, საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში მშპ დაწესებულ ზღვრულ ნორმას 10 პროცენტით აღემატება. სლოვენიის, ჩეხეთის, პორტუგალიისა და სლოვაკეთის მშპ ევროკავშირის მიერ დადგენილ ზღვარს 10-30 პროცენტით ჩამორჩება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლატვია, რომლის ეკონომიკაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდა, რეცესიიდან გამოვიდა. ეკონომიკური კრიზისის შედეგად ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიადგა. რთული ვითარებიდან გამოსვლის მიზნით, ლატვიის ხელისუფლებამ არაპოპულარულ ღონისძიებებეს მიმართა: გაზარდა გადასახადები და სახელმწიფო მოსამსახურეების ხელფასები და პენსიები შეამცირა.