ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი შეხვედრაზე შვილად აყვანის საკითხებს განიხილავენ.
ამის შესახებ "რია ნოვოსტი" აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეზე ფილიპ კროულზე დაყრდნობით იუწყება.
"ჩვენ კიდევ ბერი საქმე დაგვრჩა.. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებასთან დაკავშირებით ურთიერთგაგებას, მაგრამ დარჩენილია კიდევ რამდენიმე იურიდიული საკითხი, რომელიც უნდა დამუშავდეს, სანამ დოკუმენტს ხელი მოეწერება", - განაცხადა კროულიმ.
მისვე თქმით, შვილად აყვანის საკითხზე მოლაპარაკების მესამე რაუნდი გასულ კვირას დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სამდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მედევედევი ვიზიტის ფარგლებში 24 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეხვდება.