აშშ-ის მოქალაქეების უმრავლესობას ბარაკ ობამას მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევა არ სურს. შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები Gallup-მა გამოაქვეყნა.
გამოკითხვის მონაწილეთა 51 პროცენტმა განაცხადა, რომ 2012 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ობამას გამარჯვებულად ნახვა არ სურს.
46 პროცენტი მიიჩნევს, რომ აშშ-ის დღევანდელმა პრეზიდენტმა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა უნდა დააგროვოს.
მეორე კველევითი სამსახურის Rasmussen Reports-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ობამას რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
კვლევის 1500 მონაწილიდან თეთრი სახლის მეთაურის პოსტზე ობამას საქმიანობას მხარს მხოლოდ 41 პროცენტი უჭერს. რესპოდენტთა 58 პროცენტი კი ბარაკ ობამას მოღვაწეობას უარყოფითად აფასებს.