ბრაზიალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, წყალდიდობის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ "ბი-ბისი" იუწყება.
წყალდიდობა ბრაზილიის ორ შტატს: ალგაოსსა და პარნამბუკუს დაატყდა თავს. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, 26 ადამიანი დაიღუპა ალგაოსის შტატში, ხოლო პარნამბუკოში 12.
ბრაზლიის პრეზიდენტის ლუის იგნასიო ლულა და სილვას განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაკარგულები ცოცხლები იპოვნონ, თუმცა მისი თქმით, ეს მხოლოდ მათზე არ არის დამოკიდებული.
"ჩვენ ვლოცულობთ იმისათვის, რომ ეს ადამიანები ცოცხლები აღმოჩნდენ", - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
ამ დროისთვის, ალგაოსისა და პარნამბუკოს შტატის რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სამშველო სამუშაოებში სახმელეთო ჯარი და ფლოტიც მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ სტიქია სამკვირიანმა გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია.