რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სამდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
მედევდევი ამერიკაში ვიზიტის პირველ დღეს კალიფორნიას ეწვევა, სადაც საქმიან წერებისა და ბიზნესის წაწმომადგენლებს შეხვდება.
24 ივნისს კი რუსეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეხვდება. Oორმხრივი მოლაპარაკების შემდეგ კი ორი ქვეყნის პრეზიდენტი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტები მოლაპარაკებას ორივე ქვეყნის ბიზნეს წერეების წარმომადგენლები ერთად გამართავენ, რის შემდეგაც ობამა და მედვედევი აშშ სავაჭრო პალატას ეწვევიან.
ამერიკაში ვიზიტის დასრულების შემდეგ კი დიმიტრი მედვედევი კანადაში გაემგზავრება, სადაც "დიდი რვიანის" სამიტში მიიღებს მონაწილეობას.